სიახლეები


ტრენინგი ლტოლვილთა სამართალში

ტრენინგი ლტოლვილთა სამართალში

მიმდინარე წლის 20 და 21 მაისს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა  და UNHCR წარმომადგენლობა საქართველოში თანამშრომლობის ფარგლებში,  სასამართლოს მოხელეებისთვის, კახეთში სასტუმრო „ლოპოტას ტბა“, ტრენინგი თემაზე: „ლტოლვილთა სამართალი“ გაიმართა.

სემინარს უღძვებოდნენ ქართველი მოსამათლე ტრენერები.

დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: უნივერსალური პრინციპები და ლტოლვილის სტატუსის შესახებ კონვენცია: არ გაძევების პრინციპი (გამონაკლისები), სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება, კონფიდენცინციალურობა, ოჯახის ერთიანობა, დისკრიმინაციის დაუშვებლობა;  თავშესაფრის მაძიებლის შესახებ ინფორმაცია (სპეციფიკური საჭიროებების მქონე პირები: წამების ან ტრამვის მსხვერპლები, ქალები, სექსუალურ ორიენტაციაზე დაფუძნებული თავშესაფრის განაცხადები, ბავშვები, მენტალური პრობლემების მქონე პირები); სანდოობის შეფასება - სტანდარტები და მოსამართლეთა „საკონტროლო სიის“ განხილვა   და სხვა.

შეხვედრაში მონაწილოება მიიღეს სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო და თბილისის საქალაქო სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2023 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI