სიახლეები


სსიპ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში იუსტიციის მსმენელთა მისაღები კონკურსი გამოცხადდა

სსიპ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში იუსტიციის მსმენელთა მისაღები კონკურსი გამოცხადდა

სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს მიერ გამოცხადდა იუსტიციის მსმენელთა მიღება 30 ვაკანტურ ადგილზე. საბუთების მიღება დაიწყება 2023 წლის 04 ივნისიდან და გაგრძელდება 2023 წლის 17 ივნისის ჩათვლით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ განაცხადი აღარ მიიღება. საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად, მითითებული ლინკის  საშუალებით.

გთხოვთ, იხილოთ ლინკი: applicant.hsoj.ge

 (იმ შემთხვევაში, თუ ლინკი არ გაიხსნა,  გთხოვთ, სცადოთ სხვა ვებ ბრაუზერი).

 

ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა

რეგისტრაციის დროს სავალდებულო საბუთები:

  1. განცხადება სკოლაში მისაღებ კონკურსში მონაწილეობის შესახებ (ივსება ელექტრონულად);
  2. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი;
  3. ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
  4. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
  5. ცნობა ნასამართლობის შესახებ;
  6. ფოტოსურათი ზომით 3X4 (ფერადი).

ასევე, სავალდებულოა ნოტარიულად დამოწმებული, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი ნიშნების ფურცლით) ატვირთვა.

კონკურსში მონაწილეობაზე განაცხადი გააკეთეთ მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც დარწმუნდებით რომ შევსებულია ყველა სავალდებულო ველი და ატვირთულია ყველა სავალდებულო დოკუმენტი,  რადგან განაცხადის გაკეთების შემდეგ პროგრამა რედაქტირების საშუალებას არ იძლევა.

საკონტაქტო:

ტელ:  2 38 11 61

ელ-ფოსტა: info@hsoj.ge


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI