სიახლეები


სექსუალური ძალადობის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების საკითხები

სექსუალური ძალადობის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების საკითხები

მიმდინარე წლის 10 და 11 ივნისს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, ევროპის საბჭოს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის და  საერთაშორისო ორგანიზაცია Equality Now-ს თანამშრომლობის ფარგლებში, კახეთში სასტუმრო „კაჭრეთი“, სასამართლოს მოხელეებითვის ტრენინგი თემაზე: „სექსუალური ძალადობის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების საკითხები“ გაიმართა.

სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ისეთიი მნიშვნელოვანი საკითხები როგორებიცაა: დისკრიმინაციული მოტივის ინდიკატორები სექსუალური ძალადობის საქმეებზე და მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი პირები; გაუპატიურება, როგორც გენდერული დანაშაული, სტამბოლის კონვენცია და ადამიანის უფლებათა ძირითადი საერთაშორისო სტანდარტები; მოსამართლეთა როლი სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში; თანხმობის საკითხი და სექსუალური დანაშაულის განმარტება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით (საქართველოს სასამართლო პრაქტიკის განხილვა)  და სხვა.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს მოხელეებმა: ბათუმის, ფოთის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო, ოზურგეთის, ზესტაფონის,ახალციხის, გორისა  და გურჯაანის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგის პროგრამა შემუშავებულია საქართველოს საერთო სასამართლოების თანამშრომელთათვის და მიზნად ისახავს მათი ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების საკითხებზე, მოსამართლეებისა და მოსამართლეთა თანაშემწეების მიერ მსხვერპლზე ორიენტირებული და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების ეფექტიანად გამოყენების უზრუნველსაყოფად.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI