სიახლეები


დანაშაულისა და ძალადობის მსხვერპლი და მოწმე ბავშვების მონაწილეობით საქმეთა განხილვა სასამართლოში

დანაშაულისა და ძალადობის მსხვერპლი და მოწმე ბავშვების მონაწილეობით საქმეთა განხილვა სასამართლოში

30 ივნისს, 1 და 2 ივლისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „დანაშაულისა და ძალადობის მსხვერპლი და მოწმე ბავშვების მონაწილეობით საქმეთა განხილვა სასამართლოში“ გაიმართა.

შეხვედრას უძღვებოდნენე ქართველი მოსამართლე ტრენერები და ქართველი ფსიქოლოგი.

მონაწილეებმა, დისკუსიისა და ბრეინშტორმინგის ფარგლებში განიხილეს საკითხები: ბავშვის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტები; ბავშვის უფლებათა ეროვნული კანონმდებლობა; მოწმე და დაზარალებული ბავშვის უფლებები; ბავშვის უფლებათა კოდექსის მიხედვით; ბავშვის უფლებათა ეროვნული კანონმდებლობა; ბავშვის განვითარების მახასიათებლები, შესაძლებლობები და შეზღუდვები; მოწყვლადი და სპეციალური  საჭიროებების მქონე ბავშვები  და სხვა.

სემინარში მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო და თბილისის საქალაქო სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2023 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI