სიახლეები


სექსუალური ძალადობის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების საკითხები

სექსუალური ძალადობის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების საკითხები

მიმდინარე წლის 1 და 2 ივლისს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, ევროპის საბჭოსა (CoE) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN) თანამშრომლობის ფარგლებში, კახეთში სასტუმრო „ლოპოტას ტბა“, მოსამართლეებისთვის ტრენინგი თემაზე: „სექსუალური ძალადობის საქმეებზე მართმსაჯულების განხორციელების საკითხები“ გაიმართა.

ტრენინგს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები და ევროპის საბჭოს კონსულტანეტები.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: სექსუალური ძალადობის ტრავმა და ფსიქოლოგიური შედეგები; სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები; დისკრიმინაციული მოტივის ინდიკატორები სექსუალური ძალადობის საქმეებზე და მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი პირები; მოსამართლეთა როლი სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში;     თანხმობის საკითხი და სექსუალური დანაშაულის განმარტება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით (საქართველოს სასამართლო პრაქტიკის განხილვა)  და სხვა.

სემინარში მონწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის სააპელაციო და თბილისის საქალაქო სასამართლოებიდან.

ტრენინგის პროგრამა შემუშავებულია საქართველოს საერთო სასამართლოების თანამშრომელთათვის და მიზნად ისახავს მათი ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების საკითხებზე, მოსამართლეებისა და მოსამართლეთა თანაშემწეების მიერ მსხვერპლზე ორიენტირებული და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების ეფექტიანად გამოყენების უზრუნველსაყოფად.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI