სიახლეები


გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის სიძულვილის ენასთან დაკავშირებული საკითხები

გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის სიძულვილის ენასთან დაკავშირებული საკითხები

15 და 16 ივლისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასმართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის სიძულვილის ენასთან დაკავშირებული საკითხები“ გაიმართა.

სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.

ბრეინშტორმინგისა და დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: გამოხატვის თავისუფლების როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში; გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საპატიო გარემოებები; ჟურნალისტებისა და სხვა მედია აქტორების გამოხატვის თავისუფლება მანიფესტაციებისა და სხვა კრიზისული ვითარების დროს; პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლება; რელიგიური გრძნობები და გამოხატვის თავისუფლება და სხვა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის, ბათუმის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო,  გორის, სიღნაღისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2023 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.

 

 


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI