მიმდინარე წლის 22 და 23 ივლისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებები (სამოქალაქო/ ადმინისტრაციული)“ გაიმართა.
სემინარს უღძვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.
დისკუსიისა და ბრეინშტორმინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გავლენა საქართველოს კანონმდებლობაზე და სასამართლო პრაქტიკაზე; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, მე-10 მუხლი -გამოხატვის თავისუფლება; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლი - აზრი, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება; ადამიანის უფელბათა ევროპული კონვენციის მე8 მუხლი- პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება და სხვა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმადა სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის, ქუთაისის, ფოთისა და რუსთავის საქალაქო, ხაშურის, გორისა და მცხეთის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2023 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.