სიახლეები


ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა

ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა

22 და 23 ივლისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა“ გაიმართა.

სემინარს უძღვებოდნენ: ქართველი მოსამართლე ტრენერები და ქართველი ფსიქოლოგი.

მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმა, ოჯახის წევრის განმარტება, მსხვერპლი ბავშვი; საქართველოს კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“; სექსუალური შევიწროვება; ქალთა მართლმსაჯულებაზე წვდომა, სასამართლო დარბაზის მართვა და სასამართლო სტერეოტიპების გავლენის შემცირება; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და CEDAW კომიტეტის მნიშვნელოვანი განმარტებები ოჯახში ძალადობის საქმეებზე და სხვა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილსის, ქუთაისის, ბათუმის,  ფოთისა და რუსთავის საქალაქო და ოზურგეთის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2023 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI