სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს მიერ გამოცხადდა იუსტიციის მსმენელთა მიღება 20 ვაკანტურ ადგილზე. საბუთების მიღება დაიწყება 2023 წლის 28 სექტემბრიდან და გაგრძელდება 2023 წლის 04 ოქტომბრის ჩათვლით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ განაცხადი აღარ მიიღება. საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად, მითითებული ლინკის საშუალებით.
გთხოვთ, იხილოთ ლინკი: applicant.hsoj.ge
(იმ შემთხვევაში, თუ ლინკი არ გაიხსნა, გთხოვთ, სცადოთ სხვა ვებ ბრაუზერი).
ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა
რეგისტრაციის დროს სავალდებულო საბუთები:
ასევე, სავალდებულოა ნოტარიულად დამოწმებული, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი ნიშნების ფურცლით) ატვირთვა.
კონკურსში მონაწილეობაზე განაცხადი გააკეთეთ მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც დარწმუნდებით რომ შევსებულია ყველა სავალდებულო ველი და ატვირთულია ყველა სავალდებულო დოკუმენტი, რადგან განაცხადის გაკეთების შემდეგ პროგრამა რედაქტირების საშუალებას არ იძლევა.