სიახლეები


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებები  (სამოქალაქო/ ადმინისტრაციული)

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებები (სამოქალაქო/ ადმინისტრაციული)

მიმდინარე წლის 14 და 15 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის ტრენინგი თემაზე: „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული გადაწყვეტილებები (სამოქალაქო/ადმინისტრაციული)“ გაიმართა.

სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.

დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გავლენა საქართველოს კანონმდებლობაზე და სასამართლო პრაქტიკაზე; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, მე- 6 მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლება - სამოქალაქო საქმეებზე; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლი - აზრი, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება; ოქმი 1, მუხლი 1 -საკუთრების უფლება; ადამიანის უფელბათა ევროპული კონვენციის მე8 მუხლი- პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება და  სხვა.

სემინარს ესწრებოდნენ მოსამართლეები: თბილისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო, ხაშურის, გორის, ბოლნისის, გურჯაანისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2023 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისიწნებული.

 


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI