21 და 22 ოქტომბერს, იუსტიციის უმღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „ევროკავშრის სასამართლო პრაქტიკა“ გაიმართა.
ტრენინგს უძღვებოდა ქართველი მოსამართლე ტრენერი.
დისკუსიისა და ბრეინშტორმინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: ევროკავშირის სამართლისა და ეროვნული სამართლის ურთიერთმიმართება ადამიანის უფლებების დაცვის კონტექსტში; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკის ურთიერთმიმართება; დისკრიმინაციის აკრძალვა ევროკავშირის სამართლის მიხედვით და სხვა.
სემინარში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და საამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისისა და ფოთის საქალაქო სასამართლოებიდან.
ტრენინგი,2023 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.