7 და 8 ოქტომბერს, იუსტიციის უმღლესი სკოლისია და ევროკავშირი საქართველოსთვის თანამშრომლობის ფარგლებში, მოსამართლეებისთვის და მოსამართლეთა თანაშემწეებისთვის ტრენინგი თემაზე: „მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები“ გაიმართა.
სემინარს უძღვებოდნენ ქართველი ექსპერტები.
მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ გაეროს კონვენციის ოქმი სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო საშუალებებით მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანის აღკვეთის შესახებ; ეროვნული სამართლებრივი ჩარჩო; მიგრაცია როგორც სოციალური მოვლენა; საზღვარზე მიგრანტთა უკანონო გადაყვანის იდენტიფიცირება და სხვა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და მოსამართლეთა თანაშემწეებმა: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისისა და ფოთის საქალაქო სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2023 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.