სიახლეები


გამოხატვის თავისულფლება, მათ შორის სიძულვილის ენასთან დაკავშირებული საკითხები

გამოხატვის თავისულფლება, მათ შორის სიძულვილის ენასთან დაკავშირებული საკითხები

მომდინარე წლის 18 და 19 ნოემბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის სიძულვილის ენასთან დაკავშირებული საკითხები“ გაიმართა.

სემინარს უძრვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.

დისკუსიისა და ბრეინშტორმინგის ფარგლებში შეხვედრის მონაწილეებამ განიხილეს საკითხები: გამოხატვის თავისუფლების როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში; გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საპატიო გარემოებები ; ჟურნალისტებისა და სხვა მედია აქტორების გამოხატვის თავისუფლება მანიფესტაციებისა და სხვა კრიზისული ვითარების დროს; რელიგიური გრძნობები და გამოხატვის თავისუფლება; მოსამართლის გამოხატვის თავისუფლება და სხვა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო,  გორისა და სიღნაღის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2023 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI