სიახლეები


სტრესის მართვა

სტრესის მართვა

 

მიმდინარე წლის 25 და 26 ნოემბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „სტრესის მართვა“ გაიმართა.

შეხვედრას უძღვებოდა ქართველი ტრენერი.

დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: სტრესის არსი.  სტრესული რეაქციები. სტრესორიების  და სტრესის სიმპტომების იდენტიფიცირება; ქრონიკული სტრესი და პროფესიული გადაწვა. პროფესიული გადაწვის რისკ-ფაქტორები და მათი იდენტიფიცირება; პრაქტიკული რეკომენდაციები პროფესიული გადაწვის ასარიდებლად და სხვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ მოსამართლეები და სასამართლოს მოხელეები: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო, თბილისისა და ბათუმის საქალაქო, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2023 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI