მიმდინარე წლის 2 და 3 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „ლიდერობა და მენეჯმენტი სასამართლოში“ გაიმართა.
სემინარს უძღვებოდა ქართველი მოსამართლე ტრენერი.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა და მონაწილეეებმა განიხილეს საკითხები: მენეჯმენტის ზოგადი პრინციპები და სასამართლო; სასამართლო რეფორმა და მისი მნიშვნელობა საერთო სასამართლოების ადმინისტრირების პროცესში; სასამართლო მენეჯმენტის ამოცანები (ეფექტური მენეჯერი და ეფექტური ლიდერი); გენდერი და ლიდერობა (გენდერისა და ლიდერის იმპლიცისტური ასოციაციის ტესტი);სამოსამართლო ეთიკის ღირებულებები, როგორც სასამართლო მენეჯმენტის ძირითადი პრინციპები და სხვა.
სემინარში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო, გურჯაანისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2023 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათალისწინებული.