სიახლეები


ევროკავშირის სამართალი და ევროპული სასამართლო პარქტიკა

ევროკავშირის სამართალი და ევროპული სასამართლო პარქტიკა

მიმდინარე წლის 11 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) პარტნიორობის ფარაგლებში,  იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „ევროკავშირის სამართალი და ევროპული სასამართლო პარქტიკა“ გაიმართა.

შეხვედრას უძღვებოდა ზიგენის უნივრსიტეტის მედიისა და კომუნიკაციის სამართლის ინსტიტუტის  (IMKR) დირქტორი პროფესორი ჰანეს როსლერი.

მონაწილეებმა დისკუსიის ფარგლებში განიხილეს საკითხები: ევროკავშირის ძირითადი უფლებების ქარტიის მიმოხილვა (GRCh); მისი შედარება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან (EMRK); ეროვნულ სამართალთან ურთიერთქმედება; ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკის მნიშვნელობა (წინასწარი გადაწყვეტილების წარმოება) და სხვა

ტრენინგს ესწრებოდნენ მოსამართლეები და სასამართლოს მხოელეები: თბილისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ბოლნისის, თეთრიწყაროს, გურჯაანისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.

ამ ღონისძიების მიზანია საქართველოს მოსამართლეთა კორპუსის გადამზადება და  ამგვარად, სამართალგამოყენების ხარისხისა და სამართლის ჰარმონიზაციის გაუმჯობესება.

აღსანიშნავია, რომ IRZ-ი 2005 წლიდან მხარს უჭერს საქართველოში სამართლებრივ რეფორმებსა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI