სიახლეები


ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობა

ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობა

16 და 17 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობა“  გაიმართა.

სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: რა არის ქალთა მიმართ ძალადობა, ასპექტები; ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მოტივი, მიზანი და არსი; მსხვერპლის მოძალადესთან დაკავშირებული ფაქტორები, ძალადობის  თეორიები, ბარიერები; მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომა; მსხვერპლის/მოწმის მიერ მიცემული ინფორმაცია; საქართველოს სასამართლო პრაქტიკის განხილვა და სხვა.

სემინარში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასაართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის, ბათუმის, ფოთის,  ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო, სენაკის, გორის, გურჯაანისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდა.

ტრენინგი,2023 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა  მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI