სიახლეები


სამშენებლო სამართალი

სამშენებლო სამართალი

მიმდინარე წლის 17 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „სამშენებლო სამართალი გაიმართა“.

ტრენინგს უძღვებოდა ქართველი მოსამართლე ტრენერი.

დისკუსიისა და ბრეინშტორმინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: სამშენებლო სამართლის სისტემა, მშენებლობის კანონისმიერი რეგულირება, მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა, ქალაქგეგმარებით და მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით გამოცემული აქტების შეჩერების საფუძვლები და მათი სამართლებრივი შედეგები, მშენებლობის სახეები. შენობა-ნაგებობის კლასები. სასამართლო პრაქტიკა; სამშენებლო სამართალდარღვევა საქმეთა თავისებურებები (სამშენებლო სამართალდარღვევათა სახეები, მათი გამოვლენისა და სანქცირების პროცედურა, სამშენებელო სამართალდარღვევებთან გამოცემული აქტების შეჩერების თავისებურება)  სასამართლო პრაქტიკა; სამშენებლო უსაფრთხოება. შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა; სასამართლო პრაქტიკა და სხვა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო, ხაშურისა  და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2023 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.

 


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI