სიახლეები


შეზღუდული შესაძლებლობების ქონე პირთა უფლებები

შეზღუდული შესაძლებლობების ქონე პირთა უფლებები

იუსტიციის უმაღლესი სკოლის, გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასათვის“ ფარგლებში, 7-დან 10 დეკემბრის ჩათვლით, ბოჯომში სასტუმრო „ქარუნ პლაზაში“ მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის შეხვედრა თემაზე: „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები“ გაიმართა.

ტრენინგს უძღვებოდნენ ქართველი  ექსპერტები.

დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საკითხები :გაერთიანებული ერების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია ძირითადი ცნებები და პრინციპები;

დისკრიმინაციული და ეთიკური ტერმინები, შშმ პირებთან ურთიერთობის ეტიკეტი და შშმ პირთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის ბარიერები.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის, ფოთის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, სენაკის, ოზურგეთის, საჩხერის, გურჯაანისა და  ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI