სიახლეები


სტრესის მართვა

სტრესის მართვა

მიმდინარე წლის 10 და 11 თებერვალს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „სტრესის მართვა“.

სემინარს უძღვებოდა ქართველი ტრენერი.

დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა: სტრესის არსი და მისი მრავალფეროვნება. სტრესის წყაროს და ყოფითი სტრესის ნიშნების იდენტიფიცირება ; სტრესი და ფსიქოლოგიური ტრავმა  - ნეირობიოლოგიური და ფსიქოლოგიური ასპექტები; სტრესის და გამოფიტვის სიმპტომები და სხვა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისისა და ქუთაისის საქალაქო, გორისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2024 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისიწნებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI