სიახლეები


გადაწყვეტილების დასაბუთება სამოქალაქო სამართალში

გადაწყვეტილების დასაბუთება სამოქალაქო სამართალში

10 და 11 თებერვალს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „გადაწყვეტილების  დასაბუთება სამოქალაქო სამართლაში“.

სემინარს უძღვებოდა ქართველი მოსამართლე ტრენერი.

ტრენინგი ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა, სადაც განხილული იქნა საკითხები: გადაწყვეტილების/განჩინების სტრუქტურა და დასაბუთება პირველი ინსტანციის  სასამართლოსთვის. გადაწყვეტილების შესავალი და აღწერილობითი ნაწილი; მოსარჩელის მოთხოვნა, მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა და ამ  ნორმის ქვეშ სუბსუმირებადი ფაქტობრივი გარემოებები; გადაწყვეტილების/განჩინების სტრუქტურა და დასაბუთება  სააპელაციო   სასამართლოსთვის. გადაწყვეტილების შესავალი და აღწერილობითი ნაწილი და სხვა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, რუსთავის საქალაქო, ბოლნისის, გურჯაანის, სიღნაღისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2024 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI