მიმდინარე წლის 17 და 18 თებერვალს, იუსტიციის უმღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის, ტრენინგი თემაზე: „გადაწყვეტილების დასაბუთება ადმინისტრაციულ სამართალში“ გაიმართა.
სემინარს უძღვებოდა ქართველი მოსამართლე ტრენერი.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა, სადაც მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: გადაწყვეტილების დასაბუთების მნიშვნელობა საერთაშორისო აქტებისა და რეკომენდაციების მიხედვით (სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების ჭრილში); გადაწყვეტილების დასაბუთება და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა; გადაწყვეტილების დასაბუთების მნიშვნელოვანი ასპექტები (ზოგადი მიმოხილვა პრაქტიკული მაგალითების ჩვენებით) და სხვა.
სემინარში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო, სამტრედიის, ხაშურის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოებიდნ.
ტრენინგი, 2024 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისიწნებული.