სიახლეები


სამოსამართლო ეთიკის სიღრმისეული კურსი

სამოსამართლო ეთიკის სიღრმისეული კურსი

 

24 და 25 თებერვალს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის ტრენინგი თემაზე: „სამოსამრთლო ეთიკის სიღრმისეული კურსი“ გაიმართა.

სემინარს უძღვებოდა ქართველი მოსამართლე ტრენერი.

დისკუსიის ფარგლებში განხილული იქნა საკითხები: მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების სისტემა და საერთაშორისო სტანდარტები; დისციპლინური სამართალწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტები; მოსამართლის დამოუკიდებლობა; მოსამართლის მიუკერძოებლობა; მოსამართლის გამოხატვის თავისუფლება და სხვა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის საქალაქო, ბოლნისის, გურჯაანის, სიღნაღისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2024 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI