სიახლეები


სქესობრივი დანაშაული

სქესობრივი დანაშაული

მიმდინარე წლის 16 და 17 მარტს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „სქესობრივი დანაშაული“ გაიმართა.

სემინარს უძღვებოდა ქართველი მოსამართლე ტრენერი.

შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: გაუპატიურება, როგორც გენდერული დანაშაული, სტამბოლის კონვენცია და ადამიანის უფლებათა ძირითადი საერთაშორისო სტანდარტები; თანხმობის საკითხი და სექსუალური დანაშაულის განმარტება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით (საქართველოს სასამართლო პრაქტიკის განხილვა); დისკრიმინაციული მოტივის ინდიკატორები სექსუალური ძალადობის საქმეებზე და მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი პირები; გაუპატიურებასთან დაკავშირებული მითებისა და სტერეოტიპების დაძლევა; მოსამართლეთა როლი სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში და სხვა.

სემინარში მონაწილეობდნენ მოსამართლეები და სასამართლოს მოხელეები: თბილისის სააპელაციო, თბილისის და ფოთის საქალაქო, ხაშურის, მცხეთისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან, რომლებმაც შეხვედრის ბოლოს განიხილეს კაზუსები, შეაფასეს და შეაჯამეს ტრენინგი.

ტრენინგი, 2024 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI