სიახლეები


კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

6 და 7 აპრილს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა“ გაიმართა.

სემინარს უღძვებოდა ქართველი მოსამართლე ტრენერი.

შეხვედრა  ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა და მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: პერსონალური მონაცემების საერთაშორისო-სამართლებრივი რეგულირება; პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა პერსონალური მონაცემების დაცვის ეროვნული სისტემა. მონაცემთა დაცვის სამართლებრივი ტიპები; კანონთა კოლიზია; იდენტიფიცირების და მგრძნობელობის კრიტერიუმები; საკანონმდებლო სიახლეების ზოგადი მიმოხილვამონაცემთა დამმუშავებლების ახალი ვალდებულებები; მონაცემთა დამუშავების პრინციპები და საფუძვლები; მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის შეტყობინება, ინციდენტის შეტყობინება  და სხვა.

აღნიშნულ სემინარში მონაწილეობდნენ მოხელეები: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, რუსთავის საქალაქო, ახალციხის, მცხეთისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2024 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.

 


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI