სიახლეები


მართლმსაჯულების ხელშეწყობა გენდერული თანასწორობის გზით

მართლმსაჯულების ხელშეწყობა გენდერული თანასწორობის გზით

6 და 7 აპრილს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „მართლმსაჯულების ხელშეწყობა გენდერული თანასწორობის გზით“ გაიმართა.

სემინარს უძღვებოდა ქართველი მოსამართლე ტრენერი.

მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე როგორებიცაა: გენდერული უთანასწორობის შედეგები - კვლევების მიმოხილვა, დამოკიდებულებები და რეალური სტატისტიკა; ჩაგვრის სახეები; სექსიზმი; პირდაპირი და არაპირდაპირი დისკრიმინაცია - სასამართლო გადწყვეტილებები; ქართული კანონმდებლობის მიმოხილვა; საერთაშორისო კონვენციები და მექანიზმები; სახელმწიფოს პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულებები და სხვა.

აღნიშნულ სემინარში მონაწილეობდნენ მოსამართლეები და სასამართლოს მოხელეები: თბილისის სააპელაციო, თბილისის და რუსთავის საქალაქო და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2024 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI