სიახლეები


მედიაცია, საქმეების გადაცემა მედიაციაში და სამოქალაქო სამართალწარმოების აქტუალური საკითხები

მედიაცია, საქმეების გადაცემა მედიაციაში და სამოქალაქო სამართალწარმოების აქტუალური საკითხები

მიმდინარე წლის 13 და 14 აპრილს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „მედიაცია, საქმეების გადაცემა მედიაციაში და სამოქალაქო სამართალწარმოების აქტუალური საკითხები“ გაიმართა.

სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.

დისკუსიისა და ბრეინშტორმინგის  ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: მედიაციის არსი, ძირითადი პრინციპები, პროცესის სტადიები; მოსამზადებელი/მთავარი სხდომა; სარჩელთა კლასიფიკაცია და  დასაშვებობა; მედიაცია და სასამართლო მორიგება; მხარეთა ინფორმირებულობა/შეტყობინება/დაბარება სასამართლოში და სხვა .

შეხვედრას ესწრებოდნენ მოსამართლეები და სასამართლოს მოხელეები: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, ფოთისა და რუსთავის საქალაქო, გურჯაანის, სიღნაღისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2024 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI