20 და 21 აპრილს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „ჰააგის 1980 წლის კონვენცია „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოაქალაქო ასპექტების შესახებ“ “ გაიმართა.
სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.
დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს და იმუშავეს ისეთ კაზუსებზე, როგორებიცაა: ჰააგის 1980 წლის კონვენციის იმპლემენტაცია, ცვლილებები სამოქალაქო კანონმდებლობაში და პროცესში ჩართული სუბიექტები; ბავშვის გადაადგილების არამართლზომიერების დადგენა; ბავშვის დაკავების არამართლზომიერების დადგენა; არამართლზომიერად გადაადგილებული, დაკავებული ბავშვის მყისიერი დაბრუნების ვალდებულება და სხვა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო, გორის, ბოლნისისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2024 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.