მიმდინარე წლის 20 და 21 აპრილს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „სამოსამართლო ეთიკის სიღრმისეული კურსი“ გაიმართა.
სემინარს უძღვებოდა ქართველი მოსამართლე ტრენერი.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა,რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: სამოსამართლო ეთიკის ძირითადი წყაროები (მათ შორის - ბანგალორის პრინციპების შემუშავება); საქართველოს სამოსამართლო ეთიკის წესების შემუშავების ისტორია; ეთიკის წესების პრეამბულა; დამოუკიდებლობა; მიუკერძოებლობა და სხვა.
აღნიშნულ სემინარში მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, ქუთაისის და რუსთავის საქალაქო, მცხეთისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2024 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.