სიახლეები


შრომითი ურთიერთობების საკითხი საჯარო სამსახურში

შრომითი ურთიერთობების საკითხი საჯარო სამსახურში

მიმდინარე წლის 27 აპრილს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის ტრენინგი თემაზე: „შრომითი ურთიერთობების საკითხი საჯარო სამსახურში“ გაიმართა.

სემინარს უძღვებოდა ქართველი მოსამართლე ტრენერი.

მონაწილეებმა შეხვედრის ფარგლებში განიხილეს საკითხები: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა; საქართველოს უზენაესი სასამართლოს უახლესი პრაქტიკა და სხვა,

მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო, ხაშურის, გორის, ბოლნისის, გურჯაანის, სიღნაღისა და თელავის რაიონული  სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2024 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI