მიმდინარე წლის 8 და 9 ივნისს, იუსტიციის უმაღლე სკოლაში, სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის სიძულვილის ენასთან დაკავშირებული საკითხები“ გაიმართა.
სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.
დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: გამოხატვის თავისუფლების როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში; გამოხატვის ფორმები; გამოხატვის თავისუფლება მედიის სფეროში; პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლება; რელიგიური გძნობები და გამოხატვის თავისუფლება და სხვა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის და რუსთავის საქალაქო და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2024 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.