სიახლეები


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები (სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალი) და (სისხლის სამართალი)

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები (სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალი) და (სისხლის სამართალი)

მიმდინარე წლის 8 ივნისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის ტრენინგი თემაზე:საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები (სისხლის სამართალი), ხოლო 9 ივლისს,  „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები (სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალი)“ გაიმართა.

სემინარს უძღვებოდა ქართველი მოსამართლე ტრენერი

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: გადაწყვეტილებები რომელთაც გამოიწვიეს საქართვლოს ზოგადი ადმინისტრაციული, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო და საქართვლოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსების  ცვლილებები; გადაწყვეტილებები, რომელთაც გამოიწვიეს საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსების ცვლილებები; ზოგადი ინფორმაცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ; გადაწყვეტილებები რომელთაც გამოიწვიეს საქართველოს სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო  კოდექსების ცვლილებები და სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

სემინარში მონაწილეობდნენ მოსამართლეები: თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ფოთის საქალაქო, საჩხერის, ხაშურის, ბოლნისის,  გურჯაანისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2024 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI