სიახლეები


ტრენერთა ტრენინგი

ტრენერთა ტრენინგი

7; 8 და 9 ივნისს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის,  GIZ-ისა  და UNDP თანამშრომლობის ფარგლებში ტრენერთა ტრენინგი გაიმართა.

პროგრამა მოიაზრებს მონაწილეების იმ ცოდნით აღჭურვას, რომელიც მათ დაეხმარებათ, შექმნან საგანმანათლებლო ღონისძიებების ის პროგრამული ჩარჩო, რომელიც უზღუნველყოფს მონაწილეებში ტრენინგის თემატიკის შესაბამისი კომპეტენციების განვითარებას.

ტრენინგის მიზანია, ხელი შეუწყოს მონაწილეთა კომპეტენციების განვითარებას - ხარისხიანი ტრენინგის დაგეგმვასა და საგანმანათლებლო მეთოდების გამოყენებას.

ტრენერთა ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს მოამართლეებმა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო, თბილსის საქალაქოსა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბწოს წევრმა.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI