სიახლეები


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებები  (სამოქალაქო/ ადმინისტრაციული)

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებები (სამოქალაქო/ ადმინისტრაციული)

15 და 16 ივნისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლის თანაშემწეებისთვის ტრენინგი თემაზე: „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებები (სამოქალაქო/ადმინისტრაციული)“ გაიმართა.

სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: ადამიანის უფლებათა ევროლული კონვენციის მოკლე მიმოხილვა;  ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გავლენა საქართველოს კანონმდებლობაზე და სასამართლო პრაქტიკაზე;  ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, მე6 მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლება - სამოქალაქო საქმეებზე; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლი - აზრი, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება; ოქმი 1, მუხლი 1 -საკუთრების უფლება და სხვა.

სემინარში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლის თანაშემწეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო და ხაშურის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინიგი, 2024 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI