22 ივნისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და მოსამართლის თანაშემწეებისთვის ტრენინგი თემაზე: „დისკრიმინაციის აკრძალვა-შიდა კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები“ გაიმართა.
სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.
დისკუსიისა და ბრეინშტორმინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 14-ე მუხლი და 12-ე დამატებითი ოქმი; ევროკავშირის მართალმსაჯულების სასამართლო პრაქტიკა; დისკრიმინაციის არსი. არახელსაყრელი მოპყრობა და განსხვავებული მოპყრობა. სპეციალური ღონისძიებები და პრივილეგიები; დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საქმეების სამართალწარმოება და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის ნორმათა ინტეგრაცია ეროვნულ სასამართლო პრატიკაში და სხვა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და მოსამართლის თანაშემწეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2024 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.