სიახლეები


საგადასახადო სამართალდარღვევები და საგადასახადო დავები - საგადასახადო დავების პრობლემური საკითხები

საგადასახადო სამართალდარღვევები და საგადასახადო დავები - საგადასახადო დავების პრობლემური საკითხები

მიმდინარე წლის 30 ივნისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „საგადასახადო სამართალდარღვევები და საგადასახადო დავები - საგადასახადო დავების პრობლემური საკითხები“ გაიმართა.

სემინარს უძღვებოდა ქართველი მოსამართლე ტრენერი.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: საგადასახადო სამართალდარღვევის ლეგალური დეფინიცია; შედარება სხვა სამართალდარღვევებთან;  ბრალის საკითხი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებისას; საგადასახადო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული სამართალწარმოების საკითხები და  საგადასახადო სამართალდარღვევებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიმოხილვა;

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო, თელავისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2024 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI