სიახლეები


ევროპის კავშირის სასამართლო პრაქტიკა

ევროპის კავშირის სასამართლო პრაქტიკა

13 და 14 ივლისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და მოსამართლის თანაშემწეებისთვის ტრენინგი თემაზე: „ევროპის კავშირის სასამართლო პრაქტიკა“გაიმართა.

სემინარს უძღვებოდა ქართველი მოსამართლე ტრენერი.

დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: ევროკავშირის სამართლისა და ეროვნული სამართლის ურთიერთმიმართება ადამიანის უფლებების დაცვის კონტექსტში ; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკის ურთიერთმიმართება; კანონის უზენაესობა ევროკავშირშის სამართალში და პოლონური მართლმსაჯულების საგა ლუქსემბურგის სასამართლოში და სხვა.

შეხვერაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და მოსამართლის თანაშემწეებმა: თბილისის სააპელაციო, რუსთავისა და ფოთის საქალაქო სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2024 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI