13 და 14 ივლისს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და ევროპის საბჭოს (CoE)თანამშრომლობის ფარგლებში პროექტ „სასამართლოს მენეჯმენტის გაუმჯობესების მხარდაჭერა საქართველოში“ მოსამართლეებისთვის ტრენერთა ტრენინგი გაიმართა.
ტრენერთა ტრენინგს უძღვებოდნენ უცხოელი ექსპერტები.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს მედიაციის მოდული და გაიმართა დისკუსია.
აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამრთლეებმა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო და თბილისის საქალაქო სასამართლოებიდან.