სიახლეები


გარემოსდაცვითი მართლმსაჯულება

გარემოსდაცვითი მართლმსაჯულება

მიმდინარე წლის 13; 14 და 15 სექტემბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, german cooperation და UNDP თანამშრომლობის ფარგლებში, მოსამართელეებსთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის, ბორჯომში სასტუმრო „კრაუნ პლაზა“-ში ტრენინგი თემაზე „გარემოსდაცვითი მართლმსაჯულება“ გაიმართა.

სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლეტრენერები და ქართველი ექსპერტი.

ჯგუფური სამუშაოების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: გარემოსდაცვითი სამართლის ძირითადი საკითხები საქართველოში; გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა; გარემოსდაცვით გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა  და სხვა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამარლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო, თბილისის, ბათუმისა და რუსთავის საქალაქო, ზუგდიდის, ახალციხის, გორის, ბოლნისის, სიღნაღისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI