21 და 22 სექტემბერს, იუსტიციის მაღლესი სკოლაში, მოსამართლეებისთვის და მოსამართლის თანაშემწეებისთვის ტრენინგი თემაზე: „სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაული“ გაიმართა.
სემინარს უძრვებოდა ქართველი მოსამართლე ტრენერი.
დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: სიძულვილით მოტივირებული დანაშულის განმარტება; კანონმდებლობა სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშულთა შესახებ; სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიებასთან დაკავშირებული თავისებურებანი; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი მონაწილე სახელმწიფოთა პოზიტიური ვალდებულებებზე; ქალთა მიმართ ოჯახური ძალადობის დანაშაულთა მიმოხილვა და სხვა.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს მოამართლეებმა და მოსამართლის თანაშემწეებმა: თბილისის სააპელაციო, ბათუმის საქალაქო და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.