6 და 7 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის ტრენინგი თემაზე: „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება (სისხლის და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულება) გაიმართა“.
სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერი და ქართველი ფსიქოლოგი.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: მოზარდთა ანტისოციალური ქცევის ფსიქოლოგიური ასპექტები. დამცავი და რისკ-ფაქტორები
ბავშვის ფსიქო სოციალური და მორალური განვითარების ეტაპები. მორალური დილემა. ასაკობრივი თავისებურებების გავლენა არასრულწლოვანის ქცევაზე; |
|
დაზარალებული/მოწმე ბავშვის გამოკითხვის თავისებურებები - რა არის NICHD პროტოკოლი : სტრუქტურა, განმარტებები ეფექტური, “სარისკო“ და მიუღებელი კითხვების შესახებ.
სემინარში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის და ქუთაისის საქალაქო, ოზურგეთის, ახალქალაქის, გურჯაანის, სიღნაღისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2024 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.