მიმდინარე წლის 11, 13 და 15 ოქრომბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის ტრენიგი თემაზე: „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გაიმართა.
ტრენინგს უძღვებოდნენ: ქართველი მოსამართლე ტრენერი, ფსიქოლოგი და სოც. მუშაკი.
დისკუსიისა და ბრეინშტორმინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: ბავშვის უფლებათა კოდექსი: მიზნები, პრინციპები და ძირითადი სტანდარტები; ბავშვის უფლებები სამოქალაქო კანონმდებლობაში და პრაქტიკის მიმოხილვა; ფსიქოლოგის როლი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებში ბავშვის მონაწილეობით და ადმინისტრაციულ წარმოებაში; ბავშვთა უფლებების კოდექსით გათვალისწინებულ პუნქტებში ფსიქოლოგის საქმიანობის ძირითადი სფეროები; ბავშვის განვითარების თავისებურებანი, მიჯაჭვულობის როლი, ფსიქო-სოციალური და მორალური განვითარება; სოციალური მუშაკის როლი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალის მართლმსაჯულებაში და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ბავშვის მონაწილეობით, ბავშვის უფლებათა კოდექსის მიხედვით; ბავშვის საჭიროებები და მშობელთან/ოჯახურ გარემოსთან დაკავშირებული ფაქტორები.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის და ქუთაისის საქალაქო, ოზურგეთის, ახალქალაქის, ახალციხის, ხაშურის, ბოლნისის, გურჯაანისა და სიღნაღის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2024 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწნებული.