19 და 20 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებები“ გაიმართა.
სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.
დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საკითხები; ადამიანის უფლებათა ევროპული (სტრასბურგის) სასამართლოს გადაწყვეტილებების გავლენა საქართველოს კანონმდებლობაზე და სასამართლო პრაქტიკაზე;
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, მე6 მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლება - სამოქალაქო საქმეებზე; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლი - აზრი, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება; ოქმი 1, მუხლი 1 -საკუთრების უფლება;
ადამიანის უფელბათა ევროპული კონვენციის მე8 მუხლი- პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება და სხვა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2024 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.