16 და 17 ნოემბერს, იუსტიციის უმღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის ტრენინგი თემაზე: „სამოსამართლო ეთიკის სიღრმისეული კურსი“ გაიმართა.
სემინარს უძღვებოდა ქართველი მოსამართლე ტრენერი.
შეხვედრა, როგორც დისტანციურ ასევე ადგლზე დასწრების ფორმატში გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების სისტემა და საერთაშორისო სტანდარტები; დისციპლინური სამართალწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტები; მოსამართლის დამოუკიდებლობა/ დისციპლინური გადაცდომა და სამართლებრივი შეცდომა (ზოგადი დებულებები); მოსამართლის გამოხატვის თავისუფლება; მოსამართლეთა მიერ სოციალური მედიის გამოყენება; კეთილსინდისიერება და სხვა.
სემინარში მონწილოება მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საქალაქო, ოზურგეთის, ახალქალაქის, ხაშურის, გორის, სიღნაღისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2024 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.