მიმდინარე წლის 30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა“ გაიმართა.
ტრენინგს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.
განხილუული იქნა შემდეგი საკითხები: ქალთა მიმართ ძალადობის და მისი სხვადასხვა გამოვლინების განმარტება; ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო და ეროვნული სამართლებრივი პოზიციის განხილვა; მრავალ უწყებაში მუშაობის მნიშვნელობის ახსნა; ოჯახში ძალადობის ბავშვებზე გავლენის შეჯამება; ქალებზე ძალადობა; ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით მოსამართლის როლის ახსნა, განსაკუთრებით საქმის მართვასა და სასჯელთან დაკავშირებით.
სემინარში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2024 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.