მიმდინარე წლის 14 და 15 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლისა და გაუქმების პრაქტიკა და პრობლემური საკითხები“ გაიმართა.
სემინარს უძღვებოდა ქართველი მოსამართლე ტრენერი.
დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ზოგადი წესი; ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომა, უფლებების განმარტება; აღკვეთის ღონისძიების მიზნები და საფუძვლები; აღკვეთის ღონისძიების სახეები; აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის საფუძვლები; პატიმრობა გამოყენების დასაბუთება და სხვა.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საქალაქო, სენაკის, ოზურგეთისა და ხაშურის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2024 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.