14 და 15 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „ევროპის კავშირის სასამართლო პრაქტიკა“ გაიმართა.
სემინარს უძღვებოდა ქართველი მოსამართლე ტრენერი.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გიმართა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: ევროკავშირის სასამართლოსა და ეროვნული სამართლის ურთიერთმიმართება ადამიანის უფლებების დაცვის კონტექსტში; ადამიანის უფელბათა ევროპული სასამართლოს და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკის ურთიერთმიმართება; კანონის უზენაესობა ევროკავშირის სამართალში და პოლონური მართლმსაჯულების საგა ლუქსემბურგის სასამართლოში; დისკრიმინაციის აკრძალვა ევროკავშირის სამართლის მიხედვით და სხვა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2024 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.