მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „ბავშვის უფლებათა კოდექსის პრობლემატური საკითხები“ გაიმართა.
სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.
დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: ბავშვის უფლება იყოს მოსმენილი ნებისმიერ სამართალწარმოების პროცესში, საკითხი განხილული იქნება საქართველოს ეროვნული სასამართლოების პრობლემურ საკითხთა ჭრილში; ბავშვის წამომადგენელი, კანონისმიერი და საპროცესო წარმომადგენელი და მათი უფლებამოსილების ფარგლები; არასრულწლოვნის ქონების განკარგვა და არასრულწლოვანთა საქმეთა განხილვისას სამოსამართლო ინსტრუმენტები.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო, რუსთავის საქალაქო, გორის, გურჯაანისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2024 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.