21 და 22 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამრთლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „საგამოძიებო მოქმედებები და მტკიცებულებები“ გაიმართა.
სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.
მონაწილეებმა განიხილეს აქტუალური საკითხები: მტკიცებულების ცნება, მტკიცებულების მოპოვება/შეფასება; პრეუდიცია, ბრალდებულის ჩვენება, მოწმის ჩვენება; პრობლემური საკითხები საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით; ინფორმაციის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობა გამოძიების ეტაპზე; საქმის არსებით განხილვაზე ახალი მტკიცებულების დაშვება და დასაშვებად ცნობილი „დაუშვებელი“ მტკიცებულების შეფასება; კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული დოკუმენტის ან ინფორმაციის მოპოვების სტანდარტი და აქტუალური საკითხები - საერთო სასამართლოების პრაქტიკა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო, სამტრედიის, ზესტაფონის, ხაშურის, გორისა და გურჯაანის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2024 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.