მიმდინარე წლის 15, 16 და 17 იანვარს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ორგანიზებით, მოსამართლეებისთვის ონლაინ ტრენინგი თემაზე: „ბავშვთა უფლებები“ გაიმართა.
შეხვედრას უძღვებოდა ქართველი მოსამართლე ტრენერი.
სემინარის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორებიცაა: ბავშვის უფლებათა კოდექსი: მიზნები, პრინციპები და ძირითადი სტანდარტები; ბავშვის უფლებების დაცვის საერთაშორისო ინსტრუმენტები; ბავშვის უფლებებზე დაფუძნებული მხარდაჭერის სისტემა; ბავშვის უფლებები სამოქალაქო კანონმდებლობაში; ბავშვის უფლებები სამოქალაქო კანონმდებლობაში და პრაქტიკის მიმოხილვა; ბავშვის უფლებები ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში და პრაქტიკის მიმოხილვა.
შეხვედრაში მონაწილოება მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საქალაქო, ხელვაჩაურის, ზუგდიდის, ზესტაფონის, ცაგერის, ამბრლაურის, საჩხერის, ახალციხის, ხაშურის, მცხეთის, ბოლნისის, გურჯაანისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2025 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.